aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენის პროექტი შეაჯამა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. საქმე ეხება, სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენას, მოდერნიზაციასა და გაძლიერებას.

“ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე როგორ შემოვიტანოთ მეტი განათლება. ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც კაცობრიობა ინახავს ცოდნას, როგორ შექმნას ახალი. განსაკუთრებულ იმედს ვამყარებ ამ პროექტზე და მინდა, რომ ტექნიკური პროცესის პარალელურად, ჩემი სურვილები გაგაცნოთ. თქვენ ხართ სოფლებსა და ქალაქებში იმ ცოდნის მიმცემები, რომელმაც უნდა შექმნას ხვალინდელი დღე,”- აღნიშნა პრეზიდენტმა .

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 70 რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, აღიჭურვა, ხოლო სპეციალური პროგრამით 118 ბიბლიოთეკარი გადამზადდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2014 წლიდან, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართვით ხორციელდება.

იტვირთბა....