aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრეზიდენტი სასახლეში კახა კახიშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს ხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან შეწყალების სახელმწიფო კომისიის წევრები.

ურთიერთბრალდებებზე, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მისამართით ისმოდა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ  კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს არ მიიღებს.

“არც ერთი ბრალდება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მივაწოდეთ. ჩვენ არ ვართ ბრალდების რეჟიმში, არ ვართ ბრალმდებლები, ისევე, როგორც არ მივიღებთ არანაირ ისეთ ბრალდებას, რომელიც არის უსაფუძვლო”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. მის მკვლელობაში ბრალდებულია მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვეფხია ბაქრაძე მეუღლეზე ძალადობდა, მას თავი ბლაგვი საგნით დაუზიანა, რის გამოც სასჯელს საპატიმროში იხდიდა, ხოლო პრეზიდენტმა კი შეწყალების საფუძველზე ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა. სწორედ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჩაიდინა ვეფხია ბაქრაძემ თავისი გერის მკვლელობა.

იტვირთბა....