aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “უკრაინის სასამართლო პროცესებს აჩქარებს, რათა საქართველოში ჩემი დეპორტაცია მოხდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის სასამართლო, მისი საქმის ირგვლივ პროცესებს აჩქარებს, რათა მისი სამშობლოში დეპორტაცია მოხდეს. კიევის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება უახლოეს დღეებში ჩამოართვას.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო პროცესები მითვის განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით ტარდება.

“უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს, რათა ჩემი საქართველოში დეპორტაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს.  მე მქონდა 30 დღე იმისთვის, რომ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. თუმცა, სასამართლოს თავად საემიგრაციო სამსახურმა მიმართა და მის მიერ მოგებული საქმე  გაასაჩივრა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩატარდეს, უკვე სამშაბათს კი, მე აღარ მქონდეს არცერთი დოკუმენტი იმისთვის, რომ უკრანაში კანონიერად ვომყოფებოდე,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....