aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა და კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

“იმ ვითარებაში, როდესაც დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი – ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილური სამყარო, რომელსაც საქართველო ბუნებრივად არის მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო, როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია.

შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება როგორიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაა, ძალიან დროული და ადეკვატური პასუხი იქნება ამ გაზრდილ გამოწვევებზე”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებისას გააჟღერა და მისმა ინიციატივამ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატმა გააგრძელა კონსულტაციები საქართველოს მხარდამჭერებთან, მათ შორის სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ ინიციატივაზე შედგა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

იტვირთბა....