aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი კახიშვილსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახი კახიშვილის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მიესალმება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას შეხვედრასთან დაკავშირებით.

„მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანმხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კახიშვილის განცხადებით, ასი პროცენტით ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფლდება, დანაშაულს აღარ ჩაიდენს და უკან არ დაბრუნდება. თუმცა, ადამიანი კარგად უნდა შეისწავლო, როდესაც მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებ.

“როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულთან გვაქვს, ყველაზე კარგი შეფასების კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა“, – დასძინა კახიშვილმა.

იტვირთბა....