aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრეზიდენტი: “არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ ყველაფერს უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს.

“არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა.

„უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში (არა მხოლოდ ოპერატიული, ოპერატიული ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ, ვინც მოქმედებდა), რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებში, ამ მიამიტურ განცდებს, არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია. ალბათ, ამ მიამიტურ განწყობებს ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. ეს ერთი მხრივ, მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთელ შეხედეთ რეალობა, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....