aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ცნობით, პრეზიდენტის სიძემ და მასთან ერთად დაკავებულმა პირმა ბინიდან პისტოლეტები გადაყარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მასთან ერთად დაკავებული პირის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 პისტოლეტი ამოიღეს.

უწყების ცნობით, პისტოლეტები ბინიდან დაკავებულებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ გადმოყარეს.

მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხაბაში.

იტვირთბა....