aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვიდან ამოიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ  სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება – „კახეთი“.

მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა  – საქპატენტმა მითითებულ  კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე.

„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში  ინსპექტირება განხორციელდა.  შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი“) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან  ამოიღეს“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

იტვირთბა....