aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში პოლიციაზე თავდასხმის გამო ქართველები დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონური გამოცემა Wyborcza-ს ინფორმაციით, პოლონეთში ქალაქ ზგიეჟში, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს.  შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, ამის გამო  პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრილია ფეხში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე უცხოელი დააკავა.

 

საქმეს პოლონეთის  პროკურატურა იძიებს.

იტვირთბა....