aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 16 მარტს პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ასევე საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე. მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა.

საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთი დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრები. ასევე შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, დაღუპულებს სამშობლოში გადმოასვენებენ.

“საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....