aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

პოლიციის შენობის მოპირდაპირედ მდებარე აფთიაქი გაძარცვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ხუდადოვის 99-ში მდებარე აფთიაქი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს აფთიაქის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. დილით სამსახურში მისულ ფარმაცევტებს აფთიაქის კარი დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობა ღამით მოხდა და წაღებულია თანხა. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხაზეა საუბარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ქურდობის ფაქტზე  მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს. აფთიაქი, რომელიც ღამით გაძარცვეს პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.

იტვირთბა....