aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 3 პირი დაკავებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცავებმა საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 3 პირი შემთხვევიდან რამდენიმე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად პოლიციელის დაჭრა ედებათ. საქმეს პროკურატურა იძიებს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი წუხელ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.

 

დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელვე გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....