aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი პროკურატურიდან საპროტესტო აქცია რუსთაველზე პარლამენტისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მიდიან. როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პარლამენტთან უკვე დაწყებულია სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება.

აქციის მონაწილეები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს. რუსთაველსი მიმდებარე ტერიტორია ამ წუთებში ხალხით ივსება.

ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ ის იმ დრომდე არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და საქმეში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....