aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოსთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ორი პირი დააკავეს.  როგორც  შსს-ში აცხადებენ, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ,  “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე „ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა“.  პარტიის განცხადებით,  კოტე იოსელიანი და ბესო გაზდელიანი არიან  დაკავებულები.

თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბული იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ცდილობდნენ.  აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

იტვირთბა....