aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციას გამორჩეულად რეფორმატორი და გამბედავი მინისტრი სჭირდება – ნიკა გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული საპოლიციო რეფორმა ნაკლულია და სერიოზულად არ შეხებია არცერთ სფეროს, პატრულის გარდა”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს:

“პოლიცია არ არის მხოლოდ პატრული. ქართული საპოლიციო რეფორმა ნაკლულია და სერიოზულად არ შეხებია არც ერთ სფეროს, პატრულის გარდა.

მაგალითად, პოლიცია დღემდე არ არის ტრენირებული აქციის დაშლაში და არ ფლობს ამ მხრივ სათანადო უნარ-ჩვევებს და აუცილებელ ტექნიკებს. ამიტომაც, ყოველი დაშლა (ლეგიტიმური) იქცევა არაეფექტიან და ძალის გადაჭარბების და არაპროპორციული გამოყენების დარბევად.

მაგალითად, პოლიცია დღემდე არ არის ტრენირებული მასობრივ საპოლიციო შემოწმებაში და არ ფლობს ამ მხრივ სათანადო უნარ-ჩვევებს და აუცილებელ ტექნიკებს. ამიტომაც, ყოველი საპოლიციო კონტროლის ღონისძიება (ლეგიტიმური) იქცევა დაბალი ეფექტიანობის და ადამიანის უფლებების მასობრივად დამრღვევ რეიდებად.

ასე რომ, პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე სარეფორმო სფეროა და გამორჩეულად რეფორმატორი და გამბედავი მინისტრი სჭირდება.”-წერს გვარამია.

შსს-ს ამჟამად გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

იტვირთბა....