aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიტკოვსკაიასა და ფხაკაძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტკოვსკაიასა და ფხაკაძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, პოლიტკოვსკაიას ქუჩა №8 და №8ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ფხაკაძის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს შეზღუდვა 10:00 საათიდან შეეხება.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:00 საათზე და 15:00 საათამდე დასრულდება.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....