aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლის აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე პოლიტიკური გავლენა საეჭვოა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირის წარმომადგენლის, კარლო ნატალეს აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე რაიმე  პოლიტიკური გავლენას ადგილი არ ექნება. ბატონი ნატალე ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ითხოვდნენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს.

“ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კურსის მიხედვით მიმდინარეობს. არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესზე რაიმე პოლიტიკური გავლენა იქნება. ჩვენ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ველოდებით ანგარიშს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კარლო ნატალემ.

 

იტვირთბა....