aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს, – აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

იტვირთბა....