aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პენსიონერებს ატყუებენ: „ნუ აყვებით ჭორებს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში გარკვეული პირები დეზიფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც პენსიონერები მერიაში ერთჯერადი მატერიალური დამხარების მისაღებად განცხადებებს აგზავნიან. ამასთან დაკავშირებით  დღეს თბილისის მერიაში  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ბრიფინგი გამართა,

მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ბოლო დღეებში ასეულობით განაცხადი შედის. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამგვარი განცხადებების  რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს მერია პენსიონერებისათვის ახორციელებს ერთჯერადი დახმარების გაცემას 200 ლარის ოდენობით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დეზინფორმაციაა და მიზანმიმართულად განხორციელებული ტყუილი. მინდა მოვუწოდო თბილისის მოსახლეობას, ნუ აყვებიან ჭორს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა  მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ, ნუ მოახდენენ პენსიონერთა კატეგორიის გამოყენებას ასეთი მიზნით.

 

იტვირთბა....