aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს გერმანიაში პატრიარქთან ჩასვლა: ე.წ. ციანიდის საქმის სკანდალი გრძელდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ საკანდალი გრძელდება, „კურიერმა“ საქმის დღემდე უცნობი ფარული ჩანაწერები ექსკლუზიურად მოიპოვა. ეს ის ვიდეომასალაა, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა, სინამდვილეში ეს ჩანაწერები ბევრად უფრო დიდი ინფორმაციის მატარებელია.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ემზადება მამა გიორგი მამალაძის ფარული გადაღებისთვის პროკურატურის ოქროს მოწმე – ირაკლი მამალაძე. ვიდეოში საუბარია „შორენას მარილზე“ გაშვების შესახებ, რომლის საუბრის გაგრძელებაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში არ ჩანს.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეო მასალიდან ასევე იმ მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის ვინაობა იკვეთება, ვინც მამა გიორგი მამალაძეს დაურეკა და გერმანიში ჩასვლა სთხოვა. ეს კი პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრია.

აუდიო ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, ეს იმისი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ დეკანოზი არავის მოკვლას არ გეგმავდა და მას პროვოცირება მოუწყეს. ადვოკატების განცხადებით, მათ ამ ვიდეო ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა გაუთქმელობის ხელწერილის გამო ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობდნენ.

„კურიერმა“ საქმის მასალებიდან ამ დრომდე უცნობი აუდიო ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც დეკანოზი დაკავებამდე 2 დღით ადრე, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანს ტარას შავშიშვილს ურეკავს. დეკანოზი მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ გამზარდიას Facebook სტატუსით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, სადაც გამზარდია წერს, რომ შესაძლოა, გერმანიაში გამგზავრების შემდეგ პატრიარქი მოკლან.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ 12 საათზე მიიღებს და განაჩენი გამოცხადდება. გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.

იტვირთბა....