aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი არჩევნებზე: “ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებს და საპრეზიდენტო კანდიდატების უხეშად მოხსენების ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

უწმინდესმა მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

“დღეს განსაკუთრებული დღეა – ქართველი ერი ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არა მარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც უხეშად იხსენიებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: “ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ”.

რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა.

წმინდა მამები ამბობდნენ: “ჰე უფალო მომანიჭე განცდაი, თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”. უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ: “შეიცანი თავი შენი”. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასის. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს საპატრიარქოში მათ დაანთეს სანთელი და შესთხოვეს უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მისცეს საქართველოს. ასევე, წაიკითხეს ფსალმუნიდან ერთ-ერთი კანონი.

“გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის თითქოს საქართველოს ცხოვრება, წარსული და მომავალი, განცხადები და სიხარული. ეს საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს,” – ბრძანა უწმინდესმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....