aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იგორ გიორგაძე НТВ-ზე: “სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოდან გაიქცა, დღეს რუსული ტელეკომპანია “ენტევეს” გადაცემაში გამოვიდა და სპეციალურად სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიაზე მიძღვნილ გადაცემაში “სააკაშვილის საიდუმლო მფარველი”, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბოლო არ არის გამორიცხული ტრაგიკულად დასრულდეს.

“ღმერთმა ნუ ქნას ასე მორჩეს მისი ცხოვრება რისი ეჭვიც მაქვს, რადგან სააკაშვილი უნდა წარსდგეს საქართველოს მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხის წინაშე და აგოს პასუხი” – განაცხადა გიორგაძემ.

რუსულმა ტელეკომპანიამ საკმაოდ ვრცელი გადაცემა მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილსა და მისი ბიძის თემურ ალასანიას ძველ და ახალ ურთიერთობებს. “მეტრონომი” ამ გადაცემის სრულ ვიდეოს ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

იტვირთბა....