aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ ინაუგურაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ ინაუგურაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა და მიზანი, რომელიც იყო ინაუგურაციის ჩაშლა- ვერ შესრულდა“ – ამის შესახებ გიორგი გახარია პარლამენტში ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე ინციდენტებს, ველისციხეში პოლიციის მობილიზებას და დავით კირკიტაძის დაკავებას.

„ინაუგურაციის ნაწილში ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, მაგალითად, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები. მე ერთ რამეს გეტყვით, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16-ში და 16-ში მოხდა მარტივი რამ – ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს – ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

მეგობრებო, შეხედეთ, მარტივი რამ ხდება – მე ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას. ინაუგურაციის ჩაშლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი. შემდგომ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად, თავს ვესხმი პოლიციელს. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა – ასეა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ მაგალითად სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, აი იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი შერჩევით სამართალზე.

16 რიცხვში რაც მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ ინაუგურაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა და მიზანი, რომელიც იყო ინაუგურაციის ჩაშლა, რომელიც იყო გაცხადებული – ეს მიზანი ვერ შესრულდა. ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შემდგომში შემიძლია ვიდავო რომელი პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ანგარიშგასაწევია.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

იტვირთბა....