aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. 66/14 – ასე გადანაწილდა ხმები.

არასამთავრობო ორგანიზაცაზიების მიერ წარდგენილი კანონპროექტი არჩევნებზე ისეთი პროპორციული სიის წარდგენას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს და ის 115/0 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან აღარ იარსებებს ბლოკების სისტემა და ბარიერი კვლავ 5 პროცენტით განისაზღვრება.

ასევე, ერთჯერადად, 2020 წლისთვის პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ბლოკები შექმნან და ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს.

იტვირთბა....