aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

პარიზში ტერაქტის საქმეში 3 ეჭვმიტანილი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზში ტერაქტის საქმეში ეჭვმიტანილი 3 პირია დაკავებული და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მაქისმალურად გამკაცრებულია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის  დროით 21 საათზე  მსუბუქი ავტომობილი პოლიციის ავტობუსის გვერდით გაჩერდა. მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა და კალაშნიკოვის ტიპის  იარაღიდან სამართლდამცველების მიმართულებით სროლა დაიწყო.

ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა სცადა. რამდენიმე წუთში სამართლდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.

იტვირთბა....