aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” წევრმა ქანთარიამ “რესპუბლიკელებს” არახალხოსნური პარტია უწოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნუკრი ქანთარია – არ იყო დადებითი, როცა მინისტრი შტაბში ხმებს ითვლიდა

 „არ იყო დადებითი, როცა თავდაცვის მინისტრი შტაბში გამოჩნდა და ხმებს თვითონ ითვლიდა, თუმცა მას კანონი არ დაურღვევია.“ – განაცხადა „მეტრონომთან“  „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ. მან ასევე ჩვენთან „რესპუბლიკურ პარტიაზეც“ გააკეთა კომენტარი და მას „არახალხოსნური“ პარტია უწოდა.

„რესპუბლიკელები არიან პროფესიონალები, იციან მუშაობა, მაგრამ ხალხოსნური პარტია ისინი არასოდეს ყოფილან. მათ ხალხთან არასოდეს ჰქონიათ თბილი დამოკიდებულება. ჩვენი მაჟორიტარი კანიდატი, კოალიციის კანდიდატი გამოუცდელი იყო ხალხთან ურთიერთობაში, ქუჩის სამიტინგო პრაქტიკის თვალსაზრისით… თუმცა, თამარ ხიდაშელს ნებისმიერ კონფერენციაზე, ნებისმიერ დახურულ ფორმატში, სადაც იურიდიული კონსულტაციაა საჭირო, უპირატესობა აქვს.“

ქანთარიას აზრით, რომ არა კოალიციის პოლიტიკური რესურსი “პატროტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი  საგარეჯოში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვებდა.

ჩვენ ქანთარიას  ვკითხეთ, იღებდა თუ არა მონაწილეობას თავად, როცა კანდიდატის შერჩევა მომდინარეობდა და მაშინ, გამოთქვა თუ არა მან მსგავსი აზრები ხიდაშელთან დაკავშირებით. ქანთარიამ განაცხადა, რომ კანდიდატის წარდგენა ასე საყოველთაოდ არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

„პოლიტსაბჭოს ჰქონდა აბსოლუტური უფლება თავად შეერჩიათ კანდიდატი“ -ამბობს ქანთარია.

 

 

იტვირთბა....