aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებას” ჰქონდა კარგი მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ივანიშვილს არ მოვწონდი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის – “მსოფლიო თავდაყირა – 2018” სიტყვით გამოსვლისას, იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ არის პრობლემა საქართველოსთვის არაფორმალური მმართველობა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ქონდა მიზეზი მისი სიძულვილის.

“ქართულ ოცნებას” ჰქონდა კარგი მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოვწონდი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ როგორც მტერს, თუმცა ეს ნორმალურია. ქვეყნებში პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ მიზეზებს, რომ ერთმანეთი არ მოსწონდეთ. ბიძინას არ მოვწონდი და კარგი მიზეზი ჰქონდა „ოცნებას“. თავიდან ეს რთული იყო, გამოწვევა იყო შუა გზაზეც, მაგრამ ახლა უკვე მოსაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კი არა სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა. სუსტები არიან პრობლემა, რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს უკან. მე მირჩევნია საქართველოში იყვნენ ძლიერი ადამიანები, ძლიერი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები. ეს მირჩევნია სუსტ მინისტრს და სუსტ პრემიერს, ვინც იმალება ძლიერი ადამიანის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და არ უნდა ვიმალებოდეთ ძლიერების ზურგს უკან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....