aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი ვაშაძესთან შეხვედრაზე – ამ ხალხს სტუმარ-მასპინძელი წაკითხული არ აქვს?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გადაცემა “რეაქციაში” მისი და საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ შეხვედრას წინ დიდი სამუშაო უძღოდა.

“პაატა დავითაია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, რათა დავერწმუნები, რომ გრიგოლ ვაშაძესთან ჩემი შეხვედრა მომხდარიყო. უცბად წამოვიდა ნიაღვარი, ვაშაძეს ტალახს ესროდნენ, რომ როგორ მოვიდა ჩემთან, მე მლანძღავდნენ, რომ როგორ მივიღე. ერთი კითხვა გამიჩნდა უცბად, ამ ხალხს ან ვაჟა-ფშაველა არ გაუგიათ, ან სტუმარ-მასპინძელი არ აქვთ წაკითხული, ან ზვიადაურისა და ჯოყოლას ურთიერთობა არ გაუგიათ?! დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო – ეს ფრაზა მაინც არ მოუსმენიათ?!

გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ეს იყო საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. ადვილი არაა მიხვიდე ადამიანთან, რომელიც შენს პოლიტიკურ გუნდთან დანასისხლადაა გადაკიდებული. ბუნებრივია, შეხვედრა არც ჩეთვის იყო ადვილი”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

იტვირთბა....