aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ორი პროცესი სააკაშვილის წინააღმდეგ: “ნაციონალური მოძრაობის” აქცია სასამართლოსთან იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“  აქცია  იწყება.  პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებს აპროტესტებს.

დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2 პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთი პროცესი გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სააკაშვილს ბრალად უფლებამოსილების ბოროტას გამოყენება ედება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მეორე საქმე იგივე ბრალდებით, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იტვირთბა....