aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებული ძიძა დამნაშავედ ცნო და 1 წლით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2018  წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ძიძამ  სცემა მისთვის მოსავლელად მიბარებული  6 თვის  ბავშვები  და ასევე, მათ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

“სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 26 ივნისს  თბილისში დააკავეს. მას  ბრალად ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტით(ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”- აცხადებენ პროკურატურაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაშიდა სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....