aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ჩემი ოპონენტი მარგველაშვილიც კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ვერდიქტი ჩემი პოლიტიკური დევნაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ გამოტანილ ვერდიქტს საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. იგი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ამას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც აღიარებს.

“მარგველაშვილმა განაცხადა, მთელი ეს დღეები ჩვენ გულმოდგინედ ვეძებდით და ვერ ვნახეთ პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტის დევნას, შეწყალებაზე მისი კონსტიტუციური უფლების გამო ახორციელებენო.” – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან პოლიტიზირებული განცხადება გაჟღერდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ მთელი ეს სიტუაცია ქვეყანაში საკონსტიტუციო ბალანსის დარღვევის მცდელობას წარმოადგენს.

“ჩემი ოპონენტი, საქართველოს მოქმედი პრეზიდეტიც კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური დევნაა… ხოლო უკრაინის ხელისუფლება, კრემლი და ოლიგარქი ივანიშვილი ასე არ ფიქრობს”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.

იტვირთბა....