aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არასერიოზულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არასერიოზულია. ამის შესახებ კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც  ქვეყანაში ეწინააღმდეგება სიმშვიდეს, თუმცა ქართველი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერს ხედავს.

“მათი განცხადებების შეფასებას ვერ გავაკეთებ, ეს არის დამარცხებული გუნდი და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა სიძულვილს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. ძალიან მწარე და მძიმე გამოცდილება გვაქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე არსებობს თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე, თბილისი მერის განცხადებით, გადაცდომების შემთხვევაში კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება.

„მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა არავინ ზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება გადაცდომა და რაიმე ზედმეტი კანონსაწინააღმდეგო, რეაგირება იქნება შესაბამისი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია მოხდა. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას. მათ სურვილი ჰქონდათ და ამაზე ღიად საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეწყოთ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერს ხედავს. შეიძლება ჩვენც გვქონდეს შეცდომები, მაგრამ დანაშაული არ ჩაგვიდენია. პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდეს”,- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....