aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პარლამენტარებს ხელფასს ხუთჯერ უზრდიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პარლამენტარებს ხელფასს ხუთჯერ უზრდიან. როგორც ცნობილია, დეფაქტო მთავრობამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების ანაზღაურების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, დეფაქტო პარლამენტის დეპუტატები ყოველთვიური ანაზღაურების სახით 25 920 რუბლს (462 აშშ დოლარი) მიიღებენ, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის, კომიტეტების მოადგილეებისა და და მუდმივი კომისიების ხელმძღვანელების ყოველთვიური ხელფასი კი 27 540 რუბლით (491 აშშ დოლარი) განისაზღვრა.

მანამდე დეპუტატის ხელფასი 5 000 რუბლს (89 აშშ დოლარი) არ აღემატებოდა.

იტვირთბა....