aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ექს-პრეზიდენტის თავდასხმაში ეჭვმიტანილი სოხუმში მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს. მანქანაში მყოფი ორი პირი – პავლე არძინბა და დიმიტრი ხაგბა გარდაიცვალა.

ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.

პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პავლე არძინბა დაკავებულია.

იტვირთბა....