aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა, ყოველმხრივ გვბლოკავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე, უარს ვერ იტყვის.

“ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ჩვენ ყოველმხრივ გვბლოკავს – ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ.

ვიცით, რომ სამხედრო გზა, ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს არ არის დათმობის გზა, ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, რათა თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ. ეს გზა ქვეყნის შიგნით, ყველა პარტიაში, კარგად უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ზუსტად, ეს არის მოლაპარაკებების მომზადება”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....