aviabiletebi
ახალი ამბები

ოთარ ზურაბიშვილი: “სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა.

“ჩემი მოსაზრებები ცნობილია და მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ერთხელ კიდევ დავადასტურე ისინი.
ამ განცხადებით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს და გამოხატავს სხვა მოსაზრებებს.

ამიტომ მივესალმებოდი იმას, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართოს ადამიანების და მათი იდეების პატივისცემის ნიშნით თუნდაც, ისინი ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდნენ.
ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი, კერძოდ, იდეების შეჯახება და არა ადამიანების შეურაცხყოფა.
ძლიერ იდეებს არგუმენტაციით იცავენ.

სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა, რომელიც მას ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევს და მიუღებელ შეურაცხყოფის აყენებს.
მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენში დემოკრატია გაიმარჯვებს და ქართველები უფრო ღირსეულად გამოხატავენ თავის პოზიციას”, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.

იტვირთბა....