aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში ქუჩაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალაქ ოზურგეთში ი. შემოქმედელის ქუჩაზე ერთი საათის წინ ორი მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში დაუდგენელმა პირებმა ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იაღიდან მოულოდნელად სროლა დაუწყეს. დაჭრილების გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგანაც ორივე მათგანს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს დამნაშავეების დადგენის სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავე პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

იტვირთბა....