aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ ინაუგურაციის თელავში გამართვა სალომე ზურაბიშვილის იდეაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვის იდეა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

 

მისივე აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გაიმართებოდა.

“თელავი ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა მხარს მცხეთას უფრო დავუჭერდი. ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან ძველი სატახტო ქალაქია და გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას არ იწვევს, თელავი კი ერეკლე მეფის სასახლეა“, – აღნიშნა ქანთარიამ და დასძინა, რომ გამორიცხული არაა, ინაუგურაციის თელავში გამართვის ერთ-ერთი მიზეზი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული კარვებიც იყოს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

ამავე თემაზე: თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება

 

იტვირთბა....