aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: საქართველოშიც, ირანის მსგავსად, მოულოდნელად დაიწყება გამოსვლები

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ირანის მსგავსად, საქართველოშიც მოულოდნელად დაიწყება გამოსვლები.

”რამდენი საუკეთესო ანალიტიკოსი და ექსპერტია მსოფლიოში, რამდენი იკვლევს ირანის პოლიტიკურ ცხოვრებას, რამდენი სტატია მიეძღვნა აიათოლების ირანის მომავალს და ვერცერთმა ვერ იწინასწარმეტყველა მოვლენების ასეთი განვითარება ერთი დღით ადრეც კი.

საქართველოშიც, ზუსტად ასე, მოულოდნელად დაიწყება გამოსვლები. მთავარია, ხალხი და პოლიტიკური ძალები დავხვდეთ მზად. რას იტყვით, მეგობრებო?”, – აღნიშნავს წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რადგან ფასები და უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. არეულობების შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მათ “მეამბოხეთა მბრძანებელი” დაიჭირეს, რომელიც ევროპელმა სპეცსამსახურებმა მოამზადეს. მაგრამ მათ დაკავებულის ვინაობის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

იტვირთბა....