aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ გუგეშაშვილის მეგობარი სტუდენტობისას მომხდარ კონფლიქტზე გამოკითხეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, სამართალდამცველებმა ნოდარ გუგეშაშვილის მეგობარი ბიძინა ალადაშვილი დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა გუგეშაშვილს კონფლიქტი წლების წინ, სტუდენტობის დროს.

თავად ბიძინა ალადაშვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს ისიც აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა იარაღი გუგეშაშვილს სახლში, თუმცა ალადაშვილის თქმით, მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

დღეს, როგორც იცით, სამართალდამცველები დოდო გუგეშაშვილის დასაკითხად კლინიკაში მივიდნენ. მისი ძმის განცხადებით,
დღეს მისი და გამომძიებლებს სავარაუდოდ, მკვლელის ვინაობას დაუსახელებს. მისივე თქმით, ოჯახისთვის თავდასხმის შესახებ ვერსიები უცნობია.

ნოდარ გუგეშაშვილს ხუთშაბათს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაცხრილეს. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მან არ იცის შვილის გარდაცვალების შესახებ.

იტვირთბა....