aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ მექსიკოს პოლიციის ცნობით, მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შტატის, ნიუ მექსიკოს პოლიციის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცმა სამი ბავშვი მოკლა, მათი დედა კი დაჭრა. ინციდენტის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ dailymail-ი ავრცელებს.

პოლიციის ოფიცერმა გორდონ იდენმა განაცხადა, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის 5 და 9 წლის ბიჭი, ასევე 6 წლის გოგოა. მისი თქმით, ცეცხლასროლი იარაღით საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, 45 წლის მამაკაცი ქალს და მის 3 შვილს მათ საცხოვრებელ სახლში ელოდებოდა.

იტვირთბა....