aviabiletebi
კულტურა საზოგადოება

ნინო ქათამაძე და კახაბერი გუდაურში უფასო კონცერტს გამართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება.

“ნინო ქათამაძე & ინსაითი”, “კახაბერი და ხანუმები”, თეატრალურის კვარტეტი შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან.

ღონისძიების მიზანია გუდაურში დანერგოს მასშტაბური გასართობი აქტივობების სერია, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს დღისით სრიალის შემდეგ, ღამეც ქონდეს გართობის ალტერნატივა.

ღონისძიება 20:00-ზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს. კონცერტზე დასწრება უფასოა.

სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონაა საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

კონცერტის ორგანიზატორია დეველოპერული კომპანია “რედ-კო”, სწორედ მის ტერიტორიაზე გაიმართება საშობაო კონცერტი.

ნიკა დვალიძე, მედია კოორდინატორი
599 30 14 10
nickdvalidze@gmail.com

იტვირთბა....