aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნინო გვენეტაძის მუქარას შედეგი მოჰყვა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მუქარას შედეგი მოყვა.

როგორც მან გაზეთ “პრაიმთაიმთან” განაცხადა,  მის მიმართ გვენეტაძისგან კონკრეტული მუქარა იმას შეეხებოდა, რომ თუ მის სურვილს არ შეასრულებდა, მისადმი დამოკიდებულებას შეიცვლიდა და დადგებოდა იუსტიციის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელების, ლევან მურუსიძის თანამოაზრეების, ცერცვაძისა და ჩინჩალაძის გვერდით.

“თუ ამას არ გააკეთებ, იცი შენს მიმართ დამოკიდებულება ჩინჩალაძის და ცერცვაძის, მეც მათ გვერდით დავდგები და ამას ყველაფერს რა შედეგებიც მოყვება ნახავო. შედეგს ხედავთ თქვენც. მგონი ამას კომენტარი აღარ სჭირდება”,  – აღნიშნა ახვლედიანმა “პრაიმთაიმთან”.

მან ასევე კომენტარი გააკეთა “ადვოკატთა ასოციაციის” პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის განცხადებაზეც იმის შესახებ, რომ მოსამართლეებზე მუქარას უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ახორციელებდა.  მისი თქმით საქმე ეხებოდა ერთი-ერთი საბჭოს წევრის არჩევას, როცა სასამართლოს სურდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი წარმოედგინა.

“საკმაოდ დიდი პერსპექტივა იყო, რომ მხარდაჭერილი ყოფილიყო და მაშინ გამოჩნდებოდა რეალურად, რომ სასამართლოში დღევანდელი მენეჯმენტის მხარდამჭერი ყველა არ იყო და არსებობდა სხვა მოსაზრება და სხვა კანდიდატი გავიდოდა. ნინო გვენეტაძემ თავისი გაუაზრებლობით, თუ მიზანმიმართულად მოინდომა თავისი კანდიდატურის გაყვანა და სასამართლომ მისი მხარდაჭერა არ ისურვა. გამოვიდა კატასტროფული შედეგი. მგონი 50 ხმა აიღო გვენეტაძის კანდიდატმა და სასამართლოს კანდიდატმა – 200. გამოვიდა, რომ მთელი სასამართლო სისტემას ისინი წარმოადგენენ – მურუსიძე – ცერცვაძე – ჩინჩალაძე. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც მთელი სასამართლო სისტემა დარწმუნდა, რომ ძალა მათ ხელში იყო”, – აღნიშნა ახველდიანმა “პრაიმტაიმთან”.

იტვირთბა....