aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მახსოვს, ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს” – ნიკა რურუას ახლობლები კომენტარს აკეთებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ, ისინი „ინტერპრესნიუსთან“ აცცხადებენ, რომ კულტურის ყოფილ მინისტრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„არ მახსოვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს. მაქსიმუმ წნევას ან გაციებას თუ შეუწუხებია“, – აღნიშნავენ პოლიტიკოსის ახლობლები.

შეგახსენებთ, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის 50 წლის იყო.

“მეტრონომის” რედაქცია იზიარებს ნიკა რურუას ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების ტრაგედიას.

იტვირთბა....