aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელია: ივანიშვილი ხალხს ატყუებს რომ, თუ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, ძველი რეჟიმი დაბრუნდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ივანიშვილი ხალხს ატყუებს რომ, თუ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, ძველი რეჟიმი დაბრუნდება”, -ა მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, „რუსთავი2-ის“ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.

მელიას შეფასებით, რეალურად საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რომელიც გაერთიანებული ისეთი ადამიანებით, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის: წევრები არასდროს არ ყოფილან.

მელია ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას და გირაოს შეფარდების ფაქტსაც ეხმაურება.

მისი თქმით, ისე ჩატარდა სასამართლო, რომ ვერავინ გაიგო და არავის სჯერა, რომ ეს გარიგების შედეგი არ იყო.

„ეს ადამიანი კამერის პირისპირ რომ ტირილის პირას არის, აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი 6 წლის განმავლობაში, დაისვა საკუთარი ძმაკაცი ფარცხალაძე და უთხრა – ოთარ, ჩემო ძმაო, ახლა მე მჭირდება, ხალხი იქნებ მოვატყუო და დავაჯერო, რომ არ არსებობს ხელშეუხებელი ადამიანი და გეხვეწები, წადი პოლიციაში, მერე ვითომ რაღაც ბრალს წაგიყენებენ და 5000 ლარიც გადაიხადე რა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....