aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როტერდამში დაგეგმილ ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში დაგეგმილი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. გვიან ღამით ტერორისტული აქტის საფთხის გამო, როტერდამში ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი ჩაიშალა.

პოლიციამ კონცერტის ტერიტორიაზე ესპანური ლიცენზიის მქონე მინიავტობუსი აღმოაჩინა, სადაც გაზით სავსე ავზები იყო მოთავსებული. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. მას ესპანეთში გაცემული მართვის მოწმობა ჰქონდა.

ნიდერლანდების სამართალდამცავ ორგანოს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. როტერდამის მერმა აჰმედ აბუტალებმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის უწყებები ტერაქტის საფრთხის საკითხზე ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.

ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაირკვა, რომ ტერორისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ, რაც ავტომობილებითა და გაზით სავსე ავზებით უნდა განეხორციელებინათ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....