aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნაჯა ორაშვილი: “არასოდეს გაპატიებ ვინც ჩემთვის წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვი სახეზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კლუბ ბასიანის თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში მოსკოვში გასამართ ფესტივალს ეხმაურება.

“დიდი მადლობა. პრიტონის დედოფალს, შხამიან ასპიტს, შავ ბარონესას, ნარკო-ბარიგას, ნაც-ქოცს, სუსის და შსს-ს აგენტს – მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი და პუტინის მონაც შეემატა.

ჯერ კიდევ დაუჯერებელია ჩემთვის რაც ხდება. ნუთუ ასე არ გწამთ და არ ენდობით ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გააქროთ ყველაფერი და მოკლათ ადამიანების გულები.

უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ამ ისტერიის ფონზე ჩვენს ერთგულებაში ეჭვი არ შეგპარვიათ.

სხვა ვერაფერს ვიტყვი.

სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილს და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპტიებთ ერთ რამეს – ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი”, – წერს ორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში ფესტივალზე უნდა გამგზავრებულიყვნენ.  თუმცა, შემდეგ, საზოგადოების ნაწილის უარყოფითი შეფასებისა, კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რეზიდენტები ფესტივალზე აღარ წავლენ.

იტვირთბა....