aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ნაცმოძრაობა” მერიაში ჭონქაძის დანიშვნის შემთხვევაში სამართლებრივ დავას დაიწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნის შემთხვევაში სამართლებრივ დავას დაიწყებს, – ამის შესახებ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილმა დაასახელა კონსტიტუციის მუხლები და სხვადასხვა კანონები, რომლითაც არ შეიძლება მხარი დაუჭირონ ამ თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას.

“დღეს დაველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ დავას. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული მიდგომებით, ძალადობის წახალისებით, არ შეიძლება იყოს დედაქალაქის მთავრობაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ დეპუტატებს თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

იტვირთბა....