aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს,- ამის შესახებ მისმა წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე, როგორც სხვა წევრებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ,” – განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

მან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე და უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

“სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომლებიც გამოიხატებოდა ძალაუფლების უზურპაციაში და ეს კომისია სწორედ გამოყენებული იყო ამ მიზნების მისაღწევად. დღეს უკვე ნათელია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღებული დოკუმენტი, ფაქტობრივად ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას. საქართველოს პრეზიდენტი არ არჩეული პირდაპირი წესით, იზღუდება მრავალი მისი ფუნქცია, რომელიც დემოკრატიის გარანტი იყოს ქვეყანაში. საარჩევნო წესები იცვლება ისე, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოირგოს კონსტიტუცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ დოკუმენტში, ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, არის გაუქმებული,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....