aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობის“  შემკვრელი ძალა არის სააკაშვილისადმი რწმენა, სარწმუნოებაში გადასაული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ილუზია იმას, რომ ან გრიგოლ ვაშაძე ან ვინმე სხვა “გაქაჩავს” ლიდერობას არავის აქვს – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში მიხეილ სააკაშვილის ფაქტრს “ნაციონალურ მოძრაობაში”.

“სააკაშვილის ავტორიტეტზე სკეპტიკური წარმოდგენა მაქვს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  შემკვრელი ძალა არის რწმენა სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი და გარკვეულწილად ეს სარწმუნოებაშია გადასული. მიუხედავად იმისა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობას შესაძლებელია სერიოზული პრეტენზიები ქონდეს, სააკაშვილი  არის შემკვრელი ამ ყველაფრის. ილუზია იმას, რომ ან გრიგოლ ვაშაძე ან ვინმე სხვა „გაქაჩავს“ ლიდერობას არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟეების კასკადს აფრქვევს სააკაშვილი, მოცემულობა ასეთია, რომ  ის არის უპირობო ლიდერი. ეს ხერხემალი ეყრდნობა უფრო ირაციონალურ პარამეტრებს და რაციონში არ გადადის. მის ლიდერობას მაინც ყველა აღიარებს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

იტვირთბა....